|
2017-09-05 10:40:22, 867 ნახვა
სამხედრო
მესტიაში მინი ფეხბურთში მუხრან შუკვანის სახელობის ტურნირი გაიმართა
მესტიაში დღეს მინი ფეხბურთში მუხრან შუკვანის სახელობის ტურნირის ფინალი გაიმართა. ფინალურ თამაშს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფინალურ მატჩში ერთმანეთს სოფელ ცხუმარის გუნდი და IV მექანიზებული ბრიგადის გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვებულ სოფელ ცხუმარის გუნდს მუხრან შუკვანის სახელობის გარდამავალი თასი გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გადასცა. უფროსი ლეიტენანტის მუხრან შუკვანის სახელობის ტურნირი 3 სექტემბერს დაიწყო და მასში მესტიის რაიონის სხვადასხვა სოფლის გუნდებთან ერთად საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დაკომპლექტებული 5 გუნდი მონაწილეობდა. ფინალი მესტიის II საშუალო სკოლის სტადიონზე გაიმართა. ფინალური თამაშის დასრულების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მუხრან შუკვანის საფლავი გვირგვინით შეამკო. მუხრან შუკვანის სახელობის ტურნირი მესტიაში უკვე მეოთხე წელია იმართება. ორგანიზატორებმა ფინალის დღე უფროსი ლეიტენანტ მუხრან შუკვანის დაღუპვის დღეს დაამთხვიეს. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი 2010 წლის 5 სექტემბერს, ჰელმანდის პროვინციაში სნაიპერის ტყვიით დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ უფროსი ლეიტენანტი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. გმირი სამხედრო მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერშია დაკრძალული.
(NS)
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)