|
2017-09-05 09:39:08, 7860 ნახვა
High - Tech
რა პრობლემების წინაშე დადგება კაცობრიობა ნობელის ლაურეატების აზრით
ბრიტანულმა მეცნიერულმა ჟურნალმა "Times Higher Education"-მა ქიმიაში, ფიზიკაში, მედიცინაში და ეკონომიკაში მოღვაწე ნობელის პრემიის 50 ლაურეატს ერთი კითხვით მიმართა : "რა არის თანამედროვე კაცობრიობის უმთავრესი პრობლემა და რომელი გლობალური გამოწვევების წინ ვდგავართ დღეს?" გამოკითხულთა 34 პროცენტი (უმეტესობა) თვლის, რომ ყველაზე დიდი საფრთხე ადამიანების პოპულაციის ზრდასა და გლობალურ ცვლილებებში (დათბობა) მდგომარეობს. მეცნიერების 23 პროცენტის აზრით კაცობრიობას ყველაზე მეტად ატომური ომის საშიშროება ემუქრება. 8 პროცენტმა კი, ინფექციური შტაბები და დაავადებების უკონტროლობა დაასახელა. 2 თვის წინ იგივე მიზნობრივ აუდიტორიაში კითხვა: "თვლით, თუ არა, რომ უახლოეს მომავალში ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ინტელექტზე უფრო დახვეწილი გახდება?" ჟურნალმა შემდეგი პასუხები მიიღო: 24 პროცენტი (უმეტესომა) თვლის, რომ ეს არ მოხდება, 2 პროცენტი (1 ადამიანი) თვლის, რომ ეს ნამდვილად მოხდება და კიდევ ერთი ადამიანის მტკიცებით ხელოვნურ ინტელექტს წარმოსახვის უნარს ვერასდროს შესძენენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)