11:03 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-04 23:34:09, 2091 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: შემუშავებულია ძალიან კონკრეტული ხედვა

„შემუშავებულია ძალიან კონკრეტული ხედვა და ეს ხედვა იქნება ძალიან დეტალურად გაშლილი თბილისის მერობის კანდიდატის კახი კალაძის მიერ”, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და თანაგუნდელს წარმატება უსურვა. 

მისივე თქმით, კახა კალაძემ ძირითადი გზავნილები შვიდი მიმართულებით წარმოადგინა და შვიდივე კომპლექსურად მოიცავს იმ საკითხებს, რომელიც მნიშვნელოვანია თბილისისა და თბილისელებისთვის.

„ვიცით რომ დღეს, თბილისელებს აწუხებთ ქაოტური განაშენიანების პრობლემა, უსახური მშენებლობები, ზოგადად, ქალაქის ქაოტური განვითარება და ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს ძალიან დახვეწილი გენგეგმით, რომელიც საბოლოდ დამუშავდება თბილისის მერიის მიერ და დამტკიცდება თბილისის საკრებულოს მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია მართვის პოლიტიკის სრულყოფა და ამ კუთხითაც ძალიან  დეტალურად და ძალიან სწორად იყო წარმოდგენილი შესაბამისი ხედვები“,  - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დედაქალაქის მერობის კანდიდატმა პროგრამული ხედვის ფარგლებში, შვიდი ძირითადი მიმართულება გამოყო. კერძოდ, ურბანული განვითარების პოლიტიკა; სატრანსპორტო პოლიტიკა; ეკოლოგიური პოლიტიკა; ეკონომიკური პოლიტიკა; განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა; სოციალური პოლიტიკა და მართვის პოლიტიკა.

კახა კალაძის პროგრამული ხედვის პრეზენტაციას, რომელიც „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ახალგორის მკვიდრი აღმოჩნდა
ევროკავშირმა ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციები პირველად დააწესა რუსეთის დახმარების გამო
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics