08:24 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-04 07:53:27, 2182 ნახვა

საზოგადოება
საგანგებო შტაბის წევრებმა შსს-ს ვერტმფრენით საკონტროლო შემოფრენა განახორციელეს

საგანგებო შტაბი კახეთში მუშაობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  შტაბის წევრებმა შსს-ს ვერტმფრენით საკონტროლო გაფრენა განახორციელეს და სოფელ ართანას მიმდებარედ, ტყის მასივში არსებული ცეცხლის კერები დაათვალიერეს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400-მდე თანამშრომელი მონაწილეობს. ცეცხლის ქრობის პროცესი ორი მიმართულებით მიმდინარეობს: ალპურ ზონასა და ტყის ფოთლოვან ნაწილში. ადგილზე არსებული რთული რელიეფური პირობების გამო, მეხანძრე-მაშველები ალტერნატიულ ცეცხლმაქრ საშუალებებს იყენებენ. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართულია სამი ვერტმფრენი.

ცეცხლის ქრობის ინტენსიური სამუშაოები გრძელდება მთა-თუშეთშიც, სოფელ ხახაბოსთან, ტყის მასივში არსებულ ხანძრის კერებზე. რთული რელიეფის მიუხედავად, მთის ფერდობზე შესაძლებელი გახდა წყლის ხელოვნური რეზერვუარების დამონტაჟება და კერების დამუშავება. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია შსს-ს ვერტმფრენი.

ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ ნახანძრალი ტერიტორიის დამუშავებას. ცოცხალი ძალა ადგილზე ხანძრის სრულ ლიკვიდირებამდე დარჩება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics