01:17 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-04 07:20:55, 2682 ნახვა

მსოფლიო
ევროკომისია თურქეთის პოლიტიკით კვლავ უკმაყოფილოა

ევროკომისია თურქეთში პოლიტიკის გაუმჯობესებას ვერ ხედავს, - ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ტოვე ერნსტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 ამასთან, ერნსტის თქმით, თურქეთში არსებულ ვითარებას ევროკავშირიც აკრიტიკებს.

კრიტიკას ოფიციალური ანკარა პასუხობს და აცხადებს, რომ ევროკავშირი დადებულ პირობას არღვევს.

ცნობისთვის, 2016 წლის მარტში ოფიციალურმა ანკარამ და ბრიუსელმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც თურქეთი მიგრანტებს თავშესაფრით უზრუნველყოფდა, ხოლო ევროკავშირი თურქეთს წევრის სტატუსს მიანიჭებდა.

თურქეთმა პირობა ნაწილობრივ შეასრულა და მიგრანტთა ნაკადი მართლაც შემცირდა, თუმცა როგორც ევროკავშირში აცხადებენ, კიდევ ერთი მთავარი პირობა, პოლიტიკის შეცვლა იყო. კერძოდ კი, ევროკავშირი თურქეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ ვითარებას აკრიტიკებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics