11:05 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-04 06:31:21, 2489 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სააკაშვილი: უკრაინის ხელისუფლებას ჩემი ეშინია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის მთავრობამ საზღვარი გაამაგრა, ჩამოიყვანეს ჯავშანტექნიკა და მავთულხლართები დაამაგრეს.

ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლებას მისი ეშინია.

"EPP-ის ხელმძღვანელობასთან მაქვს საუბარი ამ დღეების განმავლობაში. პირველ რიგში განხილვის თემაა უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა. უკრაინაში მე ვარ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი პარტიის ხელმძღვანელი და ცდილობენ ჩამომაშორონ პოლიტიკურ საქმიანობას. საქართველოში სიტუაცია ვითარდება ასევე ძალიან სწრაფად. ოლიგარქები ყველგან ჩვენი მტრები არიან. ახლა ოლიგარქები ყველგან არიან მორყეული და ამ მომენტის გაშვება არ შეიძლება არც ქართული ოპოზიციისთვის და არც ჩვენთვის - იმ ხალხისთვის, ვინც მე მხარს მიჭერს. უკრაინის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში არ შევიდე. საზღვარი გაამაგრეს, ჩამოიყვანეს ჯავშანტექნიკა, მავთულხლართები დაამაგრეს, ეს არის უპრეცედენტო მოვლენა. საბჭოთა კავშირის დროს არ ყოფილა მსგავსი რამ და ეს აჩვენებს ერთ რამეს - მათ ჩემი ეშინიათ. ჩემი არშეშვება გაუჭირდებათ და ეს იქნება ძალიან დიდი ზარალი მათთვის. დავაკვირდებით მოვლენებს. ახლა ჩემი მთავარი მიზანია შესვლა, დაბრუნება, მოძრაობის სათავეში ჩადგომა და საქმის ბოლომდე მიყვანა", - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ახალგორის მკვიდრი აღმოჩნდა
ევროკავშირმა ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციები პირველად დააწესა რუსეთის დახმარების გამო
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics