|
2017-09-04 05:26:48, 1126 ნახვა
სხვადასხვა
„მრავალეროვანი საქართველო“ ადმინისტრაციული რესურსის და ძალადობის წინააღმედ!
მრავალეროვანი საქართველო დმანისის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტს აპროსტესტებს. "დღეს 2017 წლის 4 სექტემბერს, მრავალეროვანი საქართველოს გრძელვადიანი დამკვირვებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებლის მხრიდან ხდება ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენება და საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევა. კერძოდ მოქმედი გამგებელი იბარებს ააიპი _ების ხელმძღვანელებს და ითხოვს ააიპი_ების თანამშრომლებისგან (მათ შორის არიან ბაღების გაერთიანებების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები) მივიდნენ შტაბში და მოაწერონ ხელი მხარდამჭერთა სიაში. ასევე მრავალეროვანი საქართველოს გრძელვადიანმა დამკვირვებელმა მოგვაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რწმუნებულებისგან აგვისტოს თვის დასაწყისიდან ითხოვენ იმ პირების მონაცემების შეგროვებას ვინც მათ უჭერს მხარს. სწორედ ასეთი დავალების შეუსრულებლობის გამო გათავისუფლებულია ორი სოფლის რწმუნებული. ჩვენს შეშფოტებას იწვევს ის ფაქტი, რომ მოწმეები თუ დაზარალებული მხარეები თავს არიდებენ საჯაროდ პოზიციის დაფიქსირებისაგან მათზე და მათ ოჯახის წევრებზე ანგარიშსწორების განხორციელების საფრთხის გამო. შეგახსენებთ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა ასპინძის მუნიციპალიტეტში, რაც გარკვეულ ეჭვს ჰბადებს, რომ მსგავსი ქმედებები იძენს ტენდენციურ ხასიათს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო მიმართავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას მისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება. ასევე მრავალეროვანი საქართველო მოუწოდებს ხელისუფლებას, განსაკუთრებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისაგან. სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED), და ფონდი „ღია საზოგადოება საქარველოს“ (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით. #არჩევნები2017 #ვაკვირდებით #Elections2017 #WeObserve #PMMG (NS)
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)