11:03 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-02 08:46:19, 1991 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: ქუთაისი დაიბრუნებს ძველ დიდებას - „ქართული ოცნება“ ამას გპირდებათ

„ქუთაისი დაიბრუნებს ძველ დიდებას, მე ამას გპირდებით“, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ქუთაისში, რეგიონის მერობის კანდიდატების წარდგენაზე განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, "ქართული ოცნების" მთავარ პრიორიტეტს მოსახლეობის კეთილდღეობა წარმოადგენს.

მისივე თქმით, რეგიონში გაგრძელდება ყველა ის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მმართველმა გუნდმა დაიწყო.

"ჩვენ ხელს ვუწყობთ ახალგაზრდებს სათანადო ცოდნის მისაღებად, რათა ისინი იყვნენ კონკურენტუნარიანი და შეძლონ თანამედროვე მოთხოვნების შესრულება. გამართული ინფრასტრუქტურით, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით და შესაბამისი ცოდნის მქონე ადამიანებით უნდა შეიქმნას ის უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც დღითიდღე დააჩქარებს განვითარებას. ეს არის სწორედ ის გზა, რომლითაც მივაღწევთ კონკრეტულ შედეგს - ჩვენი მოქალაქეების უკეთეს ცხოვრებას. რეგიონში გაგრძელდება ყველა ის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და წარმატებით მუშაობს. იქნება ეს მეწარმეობის ხელშეწყობა თუ ჯანდაცვის და სოციალური პროექტები. იგეგმება საბავშვო ბაღების, სკვერების, კულტურის ცენტრების და სპორტული კომპლექსების მშენებლობა/რეაბილიტაცია. ჩემო მეგობრებო, ქუთაისს და მთელ იმერეთს ყველა რესურსი გააჩნია, იმისათვის, რომ თავისი ხმა მაღალი სიტყვა თქვას, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში. მე მჯერა, რომ ქუთაისის და მთლიანად იმერეთის სწრაფი განვითარება  ახალ სიცოცხლეს შესძენს მთელს დასავლეთ საქართველოს. ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს თავისი ისტორიული მნიშვნელობა და მეორე უდიდეს ცენტრად გადაიქცეს. ჩვენი ძალისხმევის შემდეგი შედეგი პირველ რიგში ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე უნდა აისახოს. არ შემიძლია არ აღვნიშნო, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტი. მოგეხსენებათ, პროექტს ფონდი "ქართუ" აფინანსებს და მისი ღირებულება თბილისის ტექნოლოგიურ ცენტრთან ერთად მილიარდ ევროს აღწევს. საუნივერსიტეტო ქალაქი ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი გახდება მთელს მსოფლიოში. ქუთაისი დაიბრუნებს ძველ დიდებას. მე ამას გპირდებით. "ქართული ოცნება" ამას გპირდებათ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციები პირველად დააწესა რუსეთის დახმარების გამო
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics