|
2017-09-01 10:38:22, 8737 ნახვა
High - Tech
რა უდევს კუკს შარვლის ჯიბეში? ფოტო, რომელსაც სოც. ქსელებში აქტიურად განიხილავენ
Apple-ის გენერალური დირექტორის ტიმ კუკის ცინცინატის ოფისში ვიზიტის დროს გადაღებულმა კადრმა სოც. ქსელებში მწვავე მსჯელობა გამოიწვია. ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ტექნოლოგიურ სიახლეებს თვალს აქტიურად არ ადევნებს ამ დეტალს ვერც შეამჩნევდა, მაგრამ ტექნიკომანებს ვერაფერს გამოაპარებ. საქმე იმაშია, რომ სმარტფონის ფორმა და გაბარიტები რომელიც მკვეთრად ჩანს Apple-ის დირექტორის შარვლის ზედაპირზე, კომპანიის არც ერთ არსებულ მოდელს არ ემთხვევა. მისი ფორმა უფრო ახალ Galaxy S8-ს, ან ახლადწარმოდგენილ Note 8-ს წააგავს, რადგანაც სმარტფონის მხარეების თანაფარდობა "აიფონის" 4X3-ს მაგივრად 16X9-ს ინჩს წარმოადგენს. გამოითქვა ლოგიკური მოსაზრება, რომ კომპანიის დირექტორი ახალ IPhone 8-ს ექსკლუზიურად ფლობს, მაგრამ ამ ვარაუდს ის გარემოება უშლის ხელს, რომ ახალი IPhone-ის პროგრამული უზრუნველყოფა დახვეწის სტადიაშია, რაც მას უბრალო სათამაშოდ აქცევს. რა სმარტფონი ედო იმ დღეს ტიმ კუკის ჯიბეში ძალიან მალე გავიგებთ, რადგანაც ახალი "აიფონის" წარდგენა უკვე ამ შემოდგომაზე იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)