|
2017-09-01 07:47:37, 2233 ნახვა
საზოგადოება
4-5 სექტემბერს ტექნოპარკი ქართულ-გერმანულ სტარტაპ ფორუმს უმასპინძლებს
4-5 სექტემბერს ტექნოპარკი ქართულ-გერმანულ სტარტაპფორუმს უმასპინძლებს, რომლის მთავარი მიზანია გერმანიის მხრიდან ინოვაციების, მეწარმეობის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე ქართველ და გერმანელ სტარტაპებს შორის პოტენციური პარტნიორობის დამყარება. ფორუმს გახსნიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰაიკე რენატე ფაიჩი და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ზვიადაძე. ღონისძიებას მოდერაციას გაუწევენ სტარტაპ სპეციალისტი კოლინ დონოჰი და გიორგი ლალიაშვილი (GITA). ფორუმის სპიკერები - გერმანიის წამყვანი მეწარმეები მაიკლ ჰაბლი, ვოლფგანგ ბარნეკერი და შტეფენ დაბელსი სტუმრებს საკუთარი სტარტაპების წარმატებისა და წარუმატებლობის მიზეზებს გააცნობენ, ასევე მოუყვებიან გლობალური ტრენდებისა და ტენდენციების შესახებ. 5 სექტემბერს B2B ღონისძიებაზე დარეგისტრირებულ პირველ 15 სტარტაპს საშუალება ექნება შეხვდეს სპიკერებს და მათ მიერ დაარსებულ სტარტაპებთან პოტენციურ თანამშრომლობაზე ისაუბრონ. ღონისძიება იმართება ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და PMC კვლევითი ცენტრის თანაორგანიზებით. პროექტი ხორციელდება საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში, გერმანიის საელჩოსა და პროკრედიტ ბანკის მხარდაჭერით. (NS)
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)