10:41 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-01 02:50:23, 2285 ნახვა

კომენტარი
პროკურორი დარწმუნებულია, რომ გიორგი მამალაძის მიმართ მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, საქმეზე საბოლოო ჯამში ასზე მეტი მოწმე დაიკითხა, გამოკვლეულია ათი ტომი წერილობითი მტკიცებულებები, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, ასევე კომპიუტერის ექსპერტიზით აღდგენილია ფაილები, რომლებიც პროკურორის მტკიცებით, მამა გიორგი მამალაძის ბრალეულობას ადასტურებენ.

შესაბამისად პროკურორი დარწმუნებულია, რომ მამა გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

„დაცვის მხარე აპელირებდა და სარგებლობდა იმით, რომ სასამართლო სხდომა დახურული იყო და მტკიცებულებების  არასწორ ინტერპრეტირებას ახდენდა. ჩემთვის გაუგებარია, რაზე უნდა ისაუბროს დაცვის მხარემ, რა უნდა იყოს ის სიახლე, რომელსაც დაცვის მხარე მოსამართლეს მიაწვდის. დაცვის მხარემ მხოლოდ ერთი მოწმე წარადგინა - ირაკლი ფირცხალავა და მას არავითარ ფაქტობრივ გარემოებებზე არ უსაუბრია“, - აღნიშნა პროკურორმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„დიდი შვიდეულის“ კომუნიკე - უნდა უზრუნველვყოთ, რომ ირანმა არასდროს შექმნას ბირთვული იარაღი
ბენზინის დეფიციტი რუსეთის 50-ზე მეტ რეგიონს შეეხო
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების გაზრდაზე
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics