02:16 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-31 10:28:29, 2328 ნახვა

სამართალი
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ძაგნიძე მთავარმა პროკურატურამ დააკავა

საქართველოს პროკურატურა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ლ.ძ.-მ კერძო არქიტექტორ ვ.მ-სთან შეთანხმებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება განიზრახეს. 

"საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ, დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების  მცდელობის ფაქტზე 2 მოქალაქე დააკავეს. ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ლ.ძ.-მ კერძო არქიტექტორ ვ.მ-სთან შეთანხმებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, განიზრახეს და მოქალაქე ი.ი.-ს შესთავაზეს, რომ ისინი შეძლებდნენ ქ. თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მდებარე ოთხ სხვადასხვა მიწის ნაკვეთზე „განაშენიანების რეგულირების გეგმის" შეთანხმებას, რისთვისაც ი.ი.-ს ვითომდა მერიის თანამშრომლებისთვის გადასაცემად ჯამში მოსთხოვეს  38 000 აშშ დოლარი, რაც ი.ი-ს მიერ სხვადასხვა დროს  ეტაპობრივად იქნა გადაცემული ლ.ძ -სა და ვ.მ.-სთვის. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების განზრახვით და აღნიშნული თანხა მოიხმარეს პირადი მიზნებისთვის. ორივე მათგანი 2017 წლის 30 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულ იქნენ ბრალდებულის სახით.

2017 წლის 31 აგვისტოს ლ.ძ-სა და ვ.მ.-ს ბრალი წარედგინათ  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180 -ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება სსკ-ის 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით", - ნათქვამია ინფორმაციაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics