|
2017-08-31 09:45:30, 2662 ნახვა
ეკონომიკა
ახალი საწარმო, რომელიც ოზურგეთში გაიხსნება, ტანსაცმელს ZARA-ს და სხვა ცნობილ ბრენდებს შეუკერავს
350-მდე ადამიანი დასაქმდება საფეიქრო/ტექსტილის ახალ საწარმოში, რომელსაც შპს „ოზურგეთი გარმენთი“ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ოზურგეთში შექმნის. პროექტის განსახორციელებლად კომპანიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთში, კ.მეგრელიძის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადასცა. შპს „ოზურგეთი გარმენთ“-ის დამფუძნებელი ფლობს საფეიქრო საწარმოო ქსელს „BAYKANLAR”, რომელიც თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიც არიან ZARA, MANGO, MASSIMO DUTTI და ა. შ. ახალი საწარმო წლიურად არანაკლებ 2 მლნ. ერთეული ჯინსის ქსოვილის ტანსაცმლის წარმოებას შეძლებს. სამკერვალო ფაბრიკის ასაშენებლად 1,7 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება და დამატებით 350-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება. სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში" ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 287 სხვადასხვა მიმართულების პროექტი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)