10:41 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-31 08:04:11, 2719 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
გიორგი კეპულაძე - არსებობს მოლოდინი, რომ შემოდგომაზე შესაძლოა, ლარი უფრო მეტად გაუფასურდეს

„საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარის გიორგი კეპულაძის განცხადებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ზაფხულის სეზონის ბოლოს ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება ტრადიციად იქცა.

როგორც კეპულაძემ "ექსპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა მოლოდინების მართვა უნდა ისწავლოს, რომ ბაზრის მონაწილეებს ლარის კურსის მიმართ უარყოფითი განცდა არ ჰქონდეთ.

მისივე შეფასებით, რთულია იმის თქმა, თუ რა ფუნდამენტური მიზეზები განაპირობებს ლარის გაუფასურებას.

"ბოლო რამდენიმე წელი ტრადიციად იქცა, რომ ზაფხულის ბოლოს ლარი იწყებს გაუფასურებას იმ საწყისი პოზიციიდან, რა პოზიციაზეც მთელი ზაფხულის განმავლობაში იყო. შესაბამისად, გარკვეული მოლოდინი არსებობს, რომ შეიძლება ლარი შემოდგომაზე გაუფასურდეს. ამასთან დაკავშირებით არ არის გამორიცხული, რომ სხვადასხვა ბიზნესები წინასწარ მარაგებს ივსებენ და მათ სამომავლოდ უარყოფითი მოლოდინი აქვთ. ვინაიდან სხვა არანაირი ფაქტორი არ განაპირობებს ლარის გაუფასურებას, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ტურისტული სეზონი მთავრდება და შესაძლებელია შემცირდეს ოდნავ ტურისტული შემოდინებები, მე მაინც დავუკავშირებდი მოლოდინებს. ეს ძირითადად აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში ხდება. ამიტომ, ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ, აღნიშნული მოლოდინების მართვა უნდა ისწავლოს, იმისათვის, რომ ბაზრის მონაწილეებს არ ჰქონდეთ უარყოფითი განცდა ლარის კურსთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ძალიან რთულია იმის თქმა, სხვა რა ფუნდამენტური მიზეზები განაპირობებს ლარის გაუფასურებას, რადგან სტატისტიკა მოგვიანებით გამოქვეყნდება", - განაცხადა კეპულაძემ.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს. ბოლო 1 კვირაში ლარი ევროსთან მიმართებაში 5 თეთრით, ხოლო დოლართან მიმართებაში 2-3 თეთრით გაუფასურდა. 1 დოლარი დღეს, 2.4274  ლარი ღირს, 1 ევრო კი 2.9000 ლარი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„დიდი შვიდეულის“ კომუნიკე - უნდა უზრუნველვყოთ, რომ ირანმა არასდროს შექმნას ბირთვული იარაღი
ბენზინის დეფიციტი რუსეთის 50-ზე მეტ რეგიონს შეეხო
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების გაზრდაზე
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics