|
2017-08-29 03:46:26, 2539 ნახვა
საზოგადოება
განახლებულიმეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ გაიხსნა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მოადგილე ირაკლი ლექვინაძესთან და სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორ ნუგზარ ჭეიშვილთან ერთად, განახლებული მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ გახსნა. დღეიდან მგზავრებს სრულად განახლებული და გარემონტებული „ახმეტელის თეატრის“ სადგური მოემსახურება. აღნიშნული სადგურის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები. ასევე შეიცვალა მეტროსადგურში განთავსებული მიმართულების მაჩვენებლები. მოიხსნა სადგურში დამონტაჟებული პლასტიკატები. სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დამბა“. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მოქალაქეების უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და შეიცვალა. „მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ მოცულობითი სამუშაოები ჩატარდა, რათა სადგური იყოს უფრო უსაფრთხო, მეტად დაცული და კომფორტული. შესაბამისად, ჩვენი თანამოქალაქეებიც ხედავენ, რომ სადგური უფრო მეტად გალამაზდა, მოწესრიგდა, აღიჭურვა თანამედროვე საშუალებებით, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთიან სათვალთვალო სისტემასთან არის მიერთებული. გარდა ამისა, ის ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმები, რაც აუცილებელია რომ გათვალისწინებული იყოს, დაცულია და ამ მიმართულებითაც მეტროსადგურის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის მოწესრიგებული“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. (NS) შეგახსენებთ, რომსატრანსპორტოკომპანიამ, მერიისმხარდაჭერით 2016 წლიდანდაიწყომეტროსსადგურებისგანახლებისპროექტი, რომლისფარგლებშიცუკვეგანახლდა „ახმეტელისთეატრის“ სადგური. უახლოესდღეებშიდასრულდება „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია, სადგურ „ავლაბარს“ ჩაუტარდაგამაგრებითისამუშაოები. სადგურებისრეაბილიტაციისპროექტიმომავალშიცგაგრძელდება.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)