06:25 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-28 04:30:07, 2098 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი: მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენთან ერთად მთავრობის წევრები ლოცულობდნენ, შეისმინოს უფალმა მათი ლოცვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა. 

ამასთან, პატრიარქმა სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში შეკრები მთავრობის წევრებსაც მიმართა და საღმრთო ლიტურგიაზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა. 

"ყველას გილოცავთ დღესასწაულს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს. მისი ლოცვით, მისი ვედრებით, ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს, დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეგეწიოთ თქვენ და სულიერად საქართველოს იყოს მფარველი ჩვენი ხალხისა, ჩვენი ბავშვებისა, ჩვენი მომავალი თაობისა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ დაიცვას და დაიფაროს ყოველი გაჭირვებული ადამიანი. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ დღეს ჩვენთან ერთად ლოცულობდა მთავრობის თავმჯდომარე, ბატონი პრემიერ-მინისტრი და მთელი მთავრობა, თქვენი ლოცვა შეისმინოს უფალმა, დაგიცვათ და დაგიფაროთ ხილული და უხილავი მტრებისაგან. დალოცვილი იყავით გაიხარეთ. ჩვენთან ერთს ღმერთი", - აღნიშნა პატრიარქმა. 

ცნობისთვის, უწმინდესმა და უნეტარესმა სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics