23:36 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-27 11:29:30, 685 ნახვა

სამართალი
ლევან იზორია გურჯაანში მომხდარ ინციდენტზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ არ საუბრობს

შინაგნა საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია რამდენიმე დღის წინ გურჯაანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ საუბრობს.

თუმცა, როგორც იზორიამ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიება დამნაშავის გამოსავლენად ინტენსიურად მიმდინარეობს და საზოგადოებას გამოძიების დასრულების შემდეგ შედეგები აუცილებლად ეცნობება.

„მოგეხსენებათ, კონკრეტული ფაქტის ან ინფორმაციის საფუძველზე პროცესუალურად ვართ უფლებამოსილი დავიწყოთ გამოძიება. ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა. სისხლის სამართლის კოდექსით ითვალისწინებს შესაბამისი ფაქტის მიმართ კვალიფიკაციას და დაიწყო გამოძიება. მიმდინარეობს პროცესი და როგორც კი იქნება დამატებითი ინფორმაციები და მტკიცებულებები, საზოგადოება გაიგებს ამ გამოძიების შედეგებს. არ მაქვს უფლებამოსილება, გავაჟღერო დეტალები საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. დაველოდოთ საგამოძიებო ორგანოებს და შემდეგ მექნება უფლება მოგაწოდოთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა იზორიამ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა გურჯანიის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი ღვინიაშვილს წიწილიანი კვერცხები ესროლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics