03:28 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-24 05:08:51, 2186 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსზე“ განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმას გამოეხმაურა

საქართველოს სახალხო დამცველი ახალი ამბების სააგენტო "ექსპრესნიუსზე" განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმას გამოეხმაურა.

როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია  ნათქვამი, მნიშვნელოვანია, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება დროულად და ეფექტურად წარიმართოს, ხოლო დამნაშავე პირებმა პასუხი კანონის წინაშე აგონ.

"გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის 19 აგვისტოს ჰაკერული შეტევა განხორციელდა ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ ვებგვერდზე (www.epn.ge), რის შედეგადაც განადგურდა აღნიშნულ მედია–პლატფორმაზე თავმოყრილი ყველა მასალა. ამჟამად ვებგვერდის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. ახალი ამბების სააგენტოს წარმომადგენლის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება უკვე დაწყებულია.

მნიშვნელოვანია, რომ დაწყებული გამოძიება წარიმართოს დროულად და ეფექტურად, ხოლო დამნაშავე პირებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე. მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტებისთვის უნდა არსებობდეს გარემო, სადაც შეუფერხებლად მუშაობის საშუალება ექნებათ. მეორეს მხრივ, არ უნდა დაბრკოლდეს საზოგადოების ინტერესები, ასევე შეუფერხებლად მიიღოს ინფორმაცია. საქართველოს სახალხო დამცველი მიადევნებს თვალს გამოძიების მიმდინარეობას", - აღნიშნულია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ 19 აგვისტოს ახალი ამბების სააგენტო "ექსპრესნიუსზე" ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგად განადგურდა backup და ყველა ფაილი. ამ დროისთვის ვებ-გვერდმა მუშაობა განაახლა. აღდგენილია ყველა წაშლილი ფაილი და არქივი. მომხდართან დაკავშირებით რედაქციამ შინაგან საქმეთა სამინისტროში შესაბამისი განცხადება შეიტანა, რის საფუძველზეც მიმდინარეობს გამოძიება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics