16:37 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-24 04:49:04, 2952 ნახვა

სამართალი
რუსმა სამართალდამცველებმა მოსკოვის დიდი თეატრის ბალერინას მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსმა გამომძიებლებმა მოსკოვის დიდი თეატრის ბალერინას ოლგა დემინას მკვლელობა გახსნეს, - ამის შესახებ Newsru.com იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბალერინას მკვლელობაში ეჭვმიტანილი, მისი ნაცნობი - საქართველოს მოქალაქე მალხაზ ჯავოევია.

სამართალდამცველბის თქმით, ჯავოევი მცველად მუშაობდა. დაუდასტურებელი ცნობით, მალხაზ ჯავოევი მდიდარ და გავლენიან ხალხს, ბალერინებს აცნობდა, ესკორტ მომსახურებისთვის. გარდა ამისა, ჯავოევმა, სავარაუდოდ, ოლგა დემინას პორნოგრაფიული ფოტოები გაავრცელა ინტერნეტ სივრცეში. 

როგორც მედია წერს, ამჟამად მალხაზ ჯავოევი Матросская тишина-ს იზოლატორში იმყოფება და ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს. ჯავოევს ბრალი განზრახ მკვლელობისთვის წაუყენეს. 
გამოძიების თანახმად, ჯავოევმა მოსკოვში ფარული ბიზნესი ჩამოაყალიბა. 2012 წელს ერთ-ერთ ღონისძიებაზე 23 წლის ოლგა დემინა გაიცნო. 

2014 წლის დასაწყისში  ბალერინამ ჯავოევს თავის კუთვნილი ბინა 2 მილიონ 975 ათას რუბლად მიჰყიდა. აპირლში ჯავოევმა  აღნიშნული ბინა მესამე პირზე გაყიდა, თუმცა პირობა მისცა დემინას, რომ თანხას გაუყოფდა. მიუხედავად ამისა, ჯავოევმა სრული თანხა მიისაკუთრა. უკვე 2014 წლის აგვისტოში ბალერინა ოლგა დემინა გაუჩინარდა. მანამდე მან გაყიდა კუთვნილი ავტომობილი და სოციალური ქსელიდან ყველაფერი წაშალა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics