04:59 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-26 16:52:31, 578 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორე: ჩვენ რთულ დროს ვცხოვრობთ

 „ჩვენ რთულ დროს ვცხოვრობთ, როცა სულიერი ფასეულობის გადაფასება ხდება“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

„გადადგმულია დიდი ნაბიჯები წინ მეცნიერებაში, ტექნიკაში , მაგრამ ამავე დროს, გადადგმულია უზარმაზარი ნაბიჯები უკან. ნაკისრია დიდი მოვალეობა, დიდი პასუხისმგებლობა, დავეხმაროთ ჩვენს ხალხს“, – აღნიშნა ილია მეორემ.

საქართველოს პატრიარქმა საკვირაო წირვა სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ ტიხონთან ერთად აღავლინა.

„ ბედნიერი ვართ, ვხედავთ, რომ აშშ მეგობარია საქართველოსი, ჩვენ დიდად ვაფასებთ აშშ–ს დახმარებას“, – ბრძანა ილია მეორემ.

მიტროპოლიტმა ტიხონმა ილია მეორეს საქართველოში მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

 „მადლიერი ვარ თქვენი და თქვენი ეკლესიის თბილი მიღებისთვის  და სტუმართმოყვარეობისთვის, იმ მზრუნველობისთვის, რომელსაც ჩვენი ეკლესიისთვის ყოველთვის იჩენდით.  მადლიერი ვარ იმ თბილი მოგონებებისთვის, რომელიც უკავშირდება თქვენს ვიზიტს აშშ–ში 1998 წელს, როცა წმინდა ტიხონის მონასტერში იმყოფებოდით, პენსილვანიაში, სადაც მე, როგორც ბერი 18 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი.  მადლიერი  ვარ სიმდაბლით, სავსე და  შთაგონებული საქართველოს წმინდა ეკლესიის მოწამეობრივი გზით 2000 წლის განმავლობაში, მასშტაბი ამ მოწამეობისა განსაცვიფრებელია. ძალიან ბევრი მორწმუნე ამერიკაში მართლმადიდებელ ქრისტიანობაზე ახლად მოქცეულია, რომელთაც მართლმადიდებლობასთან კავშირი არ ჰქონიათ. მათ ჩემს მსგავსად  აღმოაჩინეს სიცოცხლე ქრისტეში, რაც საქართველოს ეკლესიამ საუკენეების განმალობაშ იცოდა, იცავდა და თაობიდან თაობას გადასცა“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა ტიხონმა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics