08:13 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-23 08:34:09, 2249 ნახვა

კომენტარი
ადა მარშანია: ამ ხანძრის მეშვეობით ჩვენ იქნებ აუცილებელ სამეზობლო კონტაქტებს დავამყარებდით რუსეთთან

 „ხომ არის ასეთი რუსული გამოთქმა, ქართულიც არის-„ნეტ ხუდა ბეზ დაბრა“, ამ ხანძრის მეშვეობით ჩვენ, იქნებ, აუცილებელ  სამეზობლო კონტაქტებს დავამყარებდით რუსეთთან“,-ამის შესახებ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ  ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციოდ, რუსული მხარისგან შემოთავაზებული დახმარების მიღების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ადა მარშანია მიიჩნევს, რომ  რუსეთის დახმარებაზე საქართველომ უარი არ უნდა თქვას.

„ხომ არის ასეთი რუსული გამოთქმა, ქართულიც არის-„ნეტ ხუდა ბეზ დაბრა“, ამ ხანძრის მეშვეობით ჩვენ, იქნებ, აუცილებელ  სამეზობლო კონტაქტებს დავამყარებდით.

ახლაც არის ამის საშუალება ჯერჯერობით. ნუთუ, კიდევ დაგვჭირდება ჩვენ დახმარება მეზობელი ქვეყნის, რომელსაც მართლაც რომ შთამბეჭდავი ტექნიკა აქვს და საშუალებები ამ მხრივ. ძალიან ცუდია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, ყოველშემთხვევაში, ამ ეტაპზე, უარი თქვა მეზობელი ქვენის, რუსეთის ფედერაციის დახმარებაზე. არ არის ეს ჭკვიანური გადაწყვეტილება. ეს არ არის არც პრინციპული პოზიცია, არც პატრიოტიზმია ეს და არც ღირსების დაცვაა ეს. უამრავი, 10 000-ობით რუსი ტურისტი და რუსეთის ფედერაციიდან მოქალაქრე შემოდის ჩვენს ქვეყანაში და ამ შემთხვევაში, სად არის ჩვენი პრინციპულობა, ღირსების ცვა და პატრიოტიზმი? მთავარია, რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს ეს ყველაფერი. რასაკვირველია, ძალიან ცუდი, ტრაგიკული მოვლენებია“,-აღნიშნა ადა მარშანიამ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რუსეთმა გამოთქვა მზადყოფნა, დაეხმაროს  საქართველოს, თუმცა მისივე შეფასებით, ამის საჭიროება არ არის.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics