02:29 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-18 14:18:59, 2131 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით, კონკურსი „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე" გამოცხადდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ორგანიზაცია განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტთან (EARI) ერთად დღეს მედიისთვის კონკურსი გამოაცხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე" საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით ხორციელდება. 

  გიორგი აბაშიშვილის თქმით, „პროექტი „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე" ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელსაც პრეზიდენტმა დაუჭირა მხარი.

„ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, მათ შორის საკონსტიტუციო საკითხებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თითოეულ თქვენგანზე, ჟურნალისტებზე და შესაბამისად ძალიან საინტერესოა სწორედ  ის, თუ როგორ ხდება საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, როგორია სხვადასხვა ტიპის სიუჟეტები, მისი შინაარსიდან გამომდინარე, როგორც სატელევიზიო ნაწილში, ისე რადიო, ბეჭდურ, მათ შორის ელექტრონული მედიის ნაწილში და ყევლაზე მეტად მნიშვნელოვანი რაც არის,   ამ ყველაფერს შეაფასებს ძალიან კვალიფიციური ჟიური, კონსტიტუციონალისტების და  ჟურნალისტების შემადგენლობით, " - განაცხადა აბაშიშვილმა.

პროექტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მედიასაშუალებებში გავრცელებული ჟურნალისტური ნაშრომების კონკურსს ითვალისწინებს.

 წევრი  წევრისგან შემდგარი ჟიური 2017 წელს გამოქვეყნებული მასალებიდან საუკეთესოებს გამოავლენს  (I და II ადგილები) შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი, საუკეთესო რადიო სიუჟეტი, საუკეთესო ელექტრონული ნაშრომი, საუკეთესო საგაზეთო ნაშრომი.

პროექტის ბოლოს გაიმართება გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია, სადაც გამარჯვებულებს პრეზიდენტი დაასახელებს. გამარჯვებული ავტორები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით. კონკურსის სხვა მონაწილეებს გადაეცემათ სიმბოლური საჩუქრები.

   ჟიურისთვის წინასწარ განსაზღვრული ძირითადი კრიტერიუმებია: საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის სიღრმისეულად გაშუქება; საკითხის  ობიექტურად გაშუქება, გადმოცემის სიმარტივე, საკითხზე ჟურნალისტის კომპეტენტურობა.

ჟურნალისტებმა საკონკურსო ნამუშევრები უნდა გააგზავნონ 18 აგვისტოდან 10  სექტემბრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე: instituteeari@gmail.com

ჟიურის შემადგენლობაში არიან თამარ ჩიქოვანი, ზვიად ქორიძე, ლუბა ელიაშვილი, კონსტანტინე ჩოკორაია, ლევან ალაფიშვილი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics