23:44 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-18 11:45:00, 2512 ნახვა

მსოფლიო
კატალონიის პოლიციამ ბარსელონაში მომხდარი ტერაქტების სამი ეჭვმიტანილი დააკავა

კატალონიის პოლიციამ დღეს დილით, ქალაქ რიპოლიში, ბარსელონასა და კამბრილსში მომხდარი ტერაქტების სამი ეჭვმიტანილი დააკავა, - ამის შასახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, არცერთი მათგანი არ არის ფურგონის მძღოლი, რომლითაც ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. 

როგორც მედია წერს, ერთ-ერთი დაკავებული წარმოშობით მაროკოელი დრის ოუკაბირია, რომელიც რიპოლშიდააკავეს. მეორე ეჭვმიტანილი კი მელილადან არის, ის ალკანაშიდააკავეს. დაკავებულები აქამდე ტერორიზმთან კავშირში შემჩნეულები არ ყოფილან.

გამოცემა El Pais  ინფორმაციით, ოუკაბარი მას შემდეგ დააკავეს, რაც ის პოლიციაში თავად მივიდა და განაცხადა, რომ საბუთები მოპარეს. 

ცნობისთვის,ქალაქ კამბრილასში გუშინ სამართალდამცველებმა კიდევ ერთი ტერაქტი აღკვეთეს. პოლიციამ 4 ტერორისტის ლიკვიდაცია მოახდინა. გავრცელებული ცნობით, დაჭრილია 1 ეჭვმიტანილი. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics