|
2017-08-18 11:23:17, 2641 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმში სამეწარმეო მარკეტი გაიმართება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით აჭარაში 18, 19 და 20 აგვისტოს სამდღიანი სამეწარმეო მარკეტი ჩატარდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის წინ, 3 დღის განმავლობაში თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობა ექნება თავიანთი პროდუქცია ფართო საზოგადოებას გააცნოს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული „სტარტაპ მარკეტი“ ალტერნატიული, მულტიფუნქციური და მოძრავი სავაჭრო სივრცეა, რომელიც ორიენტირებულია საქართველოში არსებული ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და ახალგაზრდა მეწარმეების პოპულარიზაციაზე. მსგავსი ღონისძიებების მიზანია ხელი შეუწყოს ხარისხიანი ქართული პროდუქციის წარმოებას. მათ შორის, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები, რომლებსაც უნიკალური შესაძლებლობა ექნებათ წარმოაჩინონ საკუთარი პროდუქცია. ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინფორმაციო სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ მეტი სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერად შემოთავაზებული მექანიზმების შესახებ. ღონისძიება 3 დღის განმავლობაში 18:00 სთ-დან 00:00 სთ-მდე გაგრძელდება. სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ ერთად, ზემოთხსენებული სამეწარმეო მარკეტის მხარდამჭერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)