22:22 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-17 16:37:47, 2498 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანის სასამართლომ აფგან მუხთარლის წინასწარი პატიმრობის ვადა 2 თვით გაუგრძელა

აზერბაიჯანის სასამართლომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის წინასწარი პატიმრობის ვადა 2 თვით გაუგრძელა, - ამის შესახებ Mminval.az იუწყება.

მედია საშუალების ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტის ადვოკატი ნემატ კერიმლი ადასტურებს. 

ცნობისთვის, აფგან მუხთარლის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მაისის ბოლოს შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანდებით ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. გარდა ამისა, მას კონტრაბანდაში ედება ბრალი. ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics