15:52 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-17 16:38:44, 2862 ნახვა

ეკონომიკა
ქობულეთში სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობისთვის 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

შპს „ბლექ სი რიზორთ“–ი სოფელ ციხისძირში და სოფელ ბუკნარში, ზღვის პირველ ზოლზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მრავალფუნქციურ  სასტუმრო-აპარტამენტების კომპლექსს ააშენებს და 20 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. 

ეკონომიკისა  სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმროს ასაშენებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, სოფელ ციხისძირში და სოფელ ბუკნარში მდებარე 90 135 კვ.მ. სახელმწიფო ქონება ელექტრონულ აუქციონზე  საინვესტიციო პირობებით 13 650 000 ლარად გაყიდა.

უწყების ინფორმაციით,  საპრივატიზებო პირობების მიხედვით 100 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი   რესტორანს, საკონფერენციო დარბაზს, სპორტულ მოედანს და 30 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს უნდა მოიცავდეს. 

ახალ სასტუმროში სულ მცირე 30 ადამიანი დასაქმდება.

პროექტის განხორციელება  აჭარის რეგიონისთვის დადებითად იმოქმედებს.  

ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისას და შემდგომ დასაქმდება მრავალი ადგილობრივი მაცხოვრებელი. 

პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics