22:21 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-16 18:54:24, 2702 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი: კიმ ჩენ ინმა ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში, კატასტროფა მოხდებოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს გადაწყვეტილება მოუწონა, - ამის შესახებ დონალდ ტრამპი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს. 

კერძოდ კი, დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინის გადაწყვეტილება, გუამზე იერიშის განხორციელება დროებით გადაავადოს, დადებითად შეაფასა. 

როგორც ტრამპი წერს, კიმ ჩენ ინმა "ბრძნული და გაწონასწორებული გადაწყვეტილება მიიღო", რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, კატასტროფა მოხდებოდა, რომელსაც არაპროგნოზირებადი შედეგი მოჰყვებოდა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეას ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აფრთხილებს, მტრული ნაბიჯებისგან თავი შეიკავოს. მანამდე ტრამპმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ კუნძულ გუამიზე თავდასხმა განხორციელდება, ჩრდილოეთ კორეას ნერვიულობა მოუწევს და ისეთი მოვლენები განვითარდება, როგორიც ჯერ არავის უნახავს. ტრამპის თქმით, კიმ ჩენ ინი აშშ-ის მიმართ არასათანადოდ იქცევა. 

ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეა წყნარ ოკეანეში, კუნძულ გუამიზე განთავსებულ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებს სარაკეტო დარტყმებით ემუქრება. მას შემუშავებული აქვს შესაბამისი გეგმა, რომელიც სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს ამოქმედდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics