|
2017-08-15 15:31:22, 2497 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს ფრანც იოზეფ იუნგს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალური კავშირის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს ფრანც იოზეფ იუნგს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-გერმანიის ორმხრივ თანამშრომლობაზე, ევროკავშირთან ურთიერთობასა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ბუნდესტაგს მადლობა გადაუხადა ივნისში მიღებული რეზოლუციისთვის - „ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მტკიცე მხარდაჭერა და შეუქცევადი განგრძობადობის უზრუნველყოფა", რომელიც აღიარებს საქართველოს დემოკრატიულ-ინსტიტუციურ პროგრესს და რეგიონში მის ლიდერობას. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის შედეგების მნიშვნელობაზე. საუბრისას, ფრანც იოზეფ იუნგმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს როგორც ევროპული, ისე - საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას. პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატს მიაწოდა ინფორმაცია ე.წ პასპორტიზაციისა და ბორდერიზაციის პროცესის შესახებ და ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მეტი აქტიურობის მნიშვნელობას. გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიას ასევე მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში 13 მონიტორის ჩართვისთვის. პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის, საგადასახადო სისტემის, მმართველობისა და განათლების სისტემის რეფორმების შესახებ. გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებზე. უმაღლესი და პროფესიული განათლების რეფორმაზე საუბრისას, ფრანც იოზეფ იუნგმა გამოთქვა მზადყოფნა, გერმანიამ საქართველოს გაუზიაროს გამოცდილება განათლების სისტემაში ე.წ დუალური მოდელის დანერგვის პროცესში. პრემიერმა ასევე ისაუბრა მმართველობის რეფორმაზე, რომელიც მმართველობის პროცესში საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას ისახავს მიზნად და აღნიშნა, რომ ბიზნესისთვის უკვე ფუნქციონირებს ინვესტორთა საბჭო და ანალოგიური პლატფორმების შექმნა იგეგმება, როგორც არასამთავრობო სექტორის, ისე - პოლიტიკური პარტიებისთვის. შეხვედრას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მონიკა ლენჰარდი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)