08:43 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-14 15:07:50, 2302 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოსა და ჩინეთის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარზე მოხსენება გააკეთა

ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას  შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მეორე სემინარის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

მან დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სემინარის მონაწილე ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. 

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა ზრდის მნიშვნელოვანი დინამიკით ხასიათდება. 

„ჩინეთთან თანამშრომლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული თვალსაზრისით. ჩვენ გვსურს აბრეშუმის გზა აღორძინდეს, რადგანაც საქართველო ისტორიულად იყო და რჩება აბრეშუმის გზის ნაწილად. უმოკლესი გზა ჩინეთიდან ევროპაში და პირიქით სწორედ საქართველოზე გადის და ჩვენი ქვეყნის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტია, სრულად გამოიყენოს საკუთარი სატრანზიტო პოტენციალი და გაზარდოს და განავითაროს თავისი ისტორიული როლი აბრეშუმის გზის შემადგენლობაში,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

ქუმსიშვილმა ყურადღება აამახვილა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ ბიზნეს-გარემოზე, როგორც საკუთრების უფლებების დაცვის, ისე საგადასახადო ტვირთის კიდევ უფრო შემსუბუქებისა და საგადასახადო კანონმდებლობის ოპტიმიზაციის მიმართულებით. მისი თქმით, საქართველოში არის ბიზნესის წარმოების ისეთი გარემო, როდესაც ყველა მეწარმე ბიზნესის წარმოების ერთიან წესებს ემორჩილება. საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საგადასახდო სისტემის ქვეყანა. ბიზნესისათვის საგადასახადო ტვირთის სიმძიმის მიხედვით საქართველო ერთ-ერთ მეწინავე ადგილზეა მსოფლიო მასშტაბით.

სემინარს, რომელიც სს „საპატრიორო ფონდისა“ და ჩინეთის ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის ორგანიზებით ჩატარდა, ქართველი და ჩინელი ბიზნესმენები დაესწრნენ. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics