|
2017-08-14 14:31:38, 2367 ნახვა
პოლიტიკა
ფხალაძე ე.წ. პასპორტიზაციაზე: იმ მოსახლეობის იზოლაციას ემსახურება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული
პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში აღმაშფოთებელს უწოდებს ე.წ. პასპორტიზაციის ახალი ეტაპის დაწყებას ოკუპირებულ აფხაზეთში. პრეზიდენტის მრჩეველის შეფასებით, უკიდურესად აღმაშფოთებელია ის ნაბიჯები, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე დგამს. „უკიდურესად აღმაშფოთებელია ის ნაბიჯები, რომლებსაც დგამს რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუმცა ეს პროცესი მიმდინარეობს საკმაოდ დიდი ხანია სხვადასხვა პერიოდული ე.წ. შესვენებებით. საკმაოდ დიდი ხანია, რაც რუსეთის ფედერაცია ებრძვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველაფერს ქართულს და რაც ადგილზე მყოფ მოსახლეობას აძლევს საშუალებას, რომ ურთიერთობა ჰქონდეს ძირითად, ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან. ეს ქმედებები სწორედ ემსახურება იმ მოსახლეობის იზოლაციას, რომელიც მოქცეულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკვე აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ეს აშკარად დარღვევა არის საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების, ადამიანის უფლებების და ეს საკითხი ძალიან აქტიური ყურადღების ქვეშ არის და მუდმივი მონიტორინგის ქვეშ არის საქართველოს პრეზიდენტის მიერ. მე მუდმივ კავშირზე ვარ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პრეზიდენტის დავალებით, ისევე როგორც ჩვენ წარმომადგენლობებთან და მიუხედავად იმისა, რომ ახლა არის აგვისტოს თვე, როდესაც არ არის მაინცადამაინც დიდი აქტიურობა საერთაშორისო ორგანიზაციებში, აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში უკვე მისული არის ინფორმაცია, მიმდინარეობს მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან იმისათვის, რომ ამ ქმედებებს მიეცეს ის შეფასება და რუსეთის ფედერაციის ამ ქმედებებს გაეცეს ის პასუხი რაც აუცილებელია",-განაცხადა ფხალაძემ.
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)