|
2017-08-11 15:30:02, 2198 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულებს: საქართველოს თქვენი იმედი აქვს
„იცოდეთ, რომ საქართველოს თქვენი იმედი აქვს და იცოდეთ, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე“,-ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს, რომლებსაც, მსოფლიო ასპარეძე საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისთვის, დღეს ჯილდოები გადაეცათ. პრემიერის შეფასებით,უდიდესი წარმატებაა, როდესაც ამდენი ახალგაზრდა საერთაშორისო ოლიმპიადებიდან ამდენი მედლით ბრუნდება. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, ინფორმატიკა - ეს ის სფეროებია, რომლებშიც მეცნიერები საქართველოს ძალიან სჭირდება. "ზუსტ და საბუნებისმეტყველო დარგებში საქართველოს ჰყოლია მსოფლიო დონის მეცნიერები და დარწმუნებული ვარ, ამ დარბაზში, როდესაც თქვენ გიყურებთ, ვუყურებ ჩვენი ქვეყნის მომავალს და ჩვენი ქვეყნის მეცნიერების მომავალს. მინდა ვთქვა, რომ განათლება არის ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი, განათლებაში ინვესტირება ყველაზე მეტ უკუგებას იძლევა და ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით განვითარებისკენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. პრემიერმა გამარჯვებული მოსწავლეების მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლებს მიღწეული წარმატებები მიულოცა. "წარმომიდგენია, როგორ გაბრწყინდება საქართველო, როდესაც თქვენ იქნებით მეცნიერების სათავეში და ღმერთმა იცის, კიდევ თითოეული თქვენგანი რა წარმატებებს მიაღწევს. მე ასევე მინდა მივულოცო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ვერ მომხვდნენ საერთაშორისო ეტაპზე, მაგრამ ძალიან ბევრი იშრომეს. მინდა ვუთხრა მათ, გული არ გაიტეხონ, რადგან დაუღალავი და მუხლჩაუხრელი შრომით ყველაფერი შესაძლებელია. კიდევ ერთხელ გილოცავთ", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდებს. ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, მინისტრის მოადგილეები, ოლიმპიადებში გამარჯვებული ბავშვების მშობლები, პედაგოგები და სკოლების დირექტორები დაესწრნენ. მოსწავლეთა ნაკრები გუნდები მსოფლიო ოლიმპიადებზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წელს ხუთ დისციპლინაში - მათემატიკაში, ინფორმატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში წარადგინა. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის, ვეკუას №42 საჯარო სკოლისა და დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეები ოლიმპიადიდან ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს, სულ 14 მედლით დაბრუნდნენ.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)