22:20 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-11 15:30:49, 2703 ნახვა

მსოფლიო
დავით საყვარელიძე: ნებისმიერ შემთხვევაში შემოვიყვანთ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში

პარტია "ახალი ძალების მოძრაობა" უკრაინის საზღვარზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახვედრად ემზადება, რათა მისი უკრაინაში შესვლა უზრუნველყონ, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ განაცხადა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"ჩვენ შემოდგომისთვის მოვემზადებით. რაც ყველაზე მთავარია - დავხვდებით მიხეილს საზღვარზე. მას ყველა შემთხვევაში ქვეყანაში შემოვიყვანთ, ის ორივე ხელით და ორივე ფეხით შემოვა", - აღნიშნა საყვარელიძემ.

ამასთან, მან არ დააკონკრეტა, რომელ საზღვარზე და როდის მოხდება მიხეილ სააკაშვილის შეყვანა უკრაინაში.

ცნობისთვის, უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის ევგენი ენინის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას მხოლოდ  ვიზის აღების შემთხვევაში შეძლებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყოფილი  პრეზიდენტი ამჟამად უნგრეთში უმცროს ვაჟთან ნიკოლოზთან ერთად იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ  სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა  26  ივლისს დაკარგა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics