22:21 - 23 Apr, 2026
|
2017-08-11 12:59:52, 2564 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა რუსეთში აშშ-ის დიპლომატიური კორპუსის შემცირებისთვის პუტინს მადლობა გადაუხადა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს ფედერაციაში აშშ-ის დიპლომატიური კორპუსის შემცირებისთვის მადლობა გადაუხადა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ასე აშშ დიდ ფულს დაზოგავს. "მინდა მას მადლობა ვუთხრა , რადგან ზუსტად ახლა ვცდილობთ ხარჯების შემცირებას. ამიტომ, მადლობას ვუხდი რადგან საკმარისად ბევრი ადამიანი გაათავისუფლა და ჩვენ დანახარჯები შეგვიმცირდება", - განაცხადა ტრამპმა. ცნობისთვის, ივლისის ბოლოს ვლადიმერ პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აშშ-ის დიპლომატიური კორპუსი შეემცირებინა. კერძოდ კი, დიპლომატიური კორპუსის 755 ადამიანი რუსეთში ამერიკის წარმომადგენლობას დატოვებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)