18:27 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-11 12:52:59, 2342 ნახვა

პოლიტიკა
„თავისუფალი დემოკრატები“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ

პარტია "თავისუფალი დემოკრატები" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარტიაში კრიზისული მდგომარეობა შეიქმნა და "თავისუფალმა დემოკრატებმა" მიიღეს გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადონ. 

"2016 წლის 8-ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენს პარტიაში შეიქმნა კრიზისული ვითარება. პარტია დატოვა არაერთმა ლიდერმა და წევრმა. ჩვენს წინაშე იდგა პარტიის გადარჩენის ამოცანა, რომელსაც არსებითად გავართვით თავი. მაგრამ, შექმნილი მდომარეობის გათვალისწინებით, 2017 წლის თითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა ჩვენი პარტიის ძალებს აღემატებოდა და ასეთი რამ მიზნად არც დაგვისახავს.

რამდენიმე თვის წინ ჩვენ შემოგვთავაზეს საკმაოდ საინტერესო პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელი გახდებოდა  ადგილობრივ არჩევნებში ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან საკმაოდ რეალური დაპირისპირება.  ამ პროექტის პირველ საფეხურზე გამოვაცხადეთ საარჩევნო ბლოკი რესპუბლიკურ პარტიასთან. სამწუხაროდ, ამ პროექტის განხორციელება, ჩვენგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო, პირველ საფეხურს ვერ გასცდა.  

შექმნილ ვითარებაში გადავწყვიტეთ გამოვტოვოთ თვითმმართველობის არჩევნები და შევუდგეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას.  ამასთან, ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ და განვაგრძობთ მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და აუცილებლად ვიტყვით მნიშვნელოვან სიტყვას თავისუფალი, სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისათვის ბრძოლაში. 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში გულწრფელად ვუსურვებთ წარმატებას ყველა პრინციპულ, პროდასავლურ ოპოზიციურ ძალას და კანდიდატს", - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics