|
2017-08-11 11:49:06, 1871 ნახვა
საზოგადოება
ჯეჯელავა - ოჯახის მატერიალური მდგომარეობა უშუალო კავშირშია მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებასთან, რაც უთანასწორობის ნიშანია
განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქალაქების სკოლები და სოფლის სკოლები განათლების ხარისხით ერთმანეთისგან განსხვავდებიან. მინისტრის თქმით, გამოიკვეთა ეროვნული უმცირესობების სკოლების კიდევ უფრო დაბალი შედეგები სოფლის სკოლობეთან შედერებითაც კი, რაც მისივე შეფასებით, ბუნებრივია. „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წარმოადგინა კვლევის შედეგები, 2016-2017 წლებში საერთშორისო კვლევის შედეგები. ძალიან ნათლად გამოიკვეთა ქალაქის და სოფლის სკოლებს შორის ძალიან დიდი განსხვავება, განათლების ხარისხში, ვფიქრობ, სამწუხაროდ, ეს ბუნებრივია, რადგან სოფლის სკოლებს ისტორიულად ნაკლები ყურადღება ექცეოდა, ვიდრე ქალაქის სკოლებს, ქალაქის სკლებს უფრო ხშირად გამოუჩნდებოდა ხოლმე პატრონი, მზრუნველი ბევრი მიმართულებით, გარდა ამისა იგივე მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგების შოვნა ქალაქში გაცილებით მარტივია, ვიდრე სოფელში, იგივე საბუნებისმეტყველო მიმართულებებით. მეორე რაც ძალიან ნათლად გამოიკვეთა, არის ეროვნული უმცირესობების სკოლების, კიდევ უფრო მეტი დაბალი, საშუალო შედეგები სოფლის სკოლებთან შედარებითაც კი, ანუ თუ მცირე სოფლის სკოლა ჩამორჩება ვთქვათ თბილისის, ან ქუთაისის სკოლას, ეროვნული უმცირესობის სკოლა კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში, ესეც ბუნებრივია პრინციპში, რომ იგივე პედაგოგების თვალსაზრისით ქართულენოვანი ფიზიკოსი თუ გვიჭირს სკოლაში, ცხადია, აზერბაიჯანულ, ან სომხურენოვანი ფიზიკოსი კიდევ უფრო მეტად გვიჭირს. ასევე ამასთან, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, გამოიკვეთა, რომ ოჯახის მატერიალური მდგომარეობა უშუალოდ კავშირშია მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებასთან, რაც მინისტრის შეფასებით უთანასწორობის ნიშანია. გამოიკვეთა, რომ ოჯახის მატერიალური მდგომარეობა , ანუ შეძლება ძალიან უშუალო კავშირშია მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებასთან, რაც ასევე არის ფაქტობრივად უთანასწორობის ნიშანი, ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ყველა ახალგაზრდას მიუხედავად იმისა, მის ოჯახს როგორი შეძლება აქვს და როგორი მატერიალური პირობები აქვს, ქონდეს თანაბარი საშუალება, რომ ხარისხიანი განათლება მიიღოს. თუმცა, კანონში შევიდა ცვლილებები მცირე სკოლების , სოფლის სკოლების მიმართულებით, რაღაც ნაბიჯები გადაიდგა ზუსტად იქითკენ, რომ პრიორიტეტულობა სოფლის და ეროვნული უმცირესობების სკოლების იყოს უფრო მაღალი. შარშან, მასწავლებლის სქემა შეიცვალა, ჩვენი აზრით იმისთვის, რომ მეტი მოტივაცია შეექმნა მასწავლებლებისთვის, პროფესიული განვითრების, უფრო შესაძლებელი და ხელმისაწვდომი გამხდარიყო მათთვის ეს მიმართულება, ვფიქრობთ, ეს ყველაფერი აისახება ამ შედეგებზე. 2020-2021 წლებში ჩვენ ვაპირებთ, რომ ვაჩვენოთ მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული შედეგები, როგორც ეროვნული უმცირესობების სკოლებში, ასევე სოფლის სკოლებში და ასევე ქალაქის სკლებში. ძალიან ხშირად ამბობენ, სკოლაში რამე თუ გინდა შეცვალო, ამას სჭირდება 10 წელი, ეს რა თქმა უნდა სიმართლეა, თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ ძალიან კონკრეტული ნაბიჯებით, ძალიან მოკლე ვადაში, ანუ 2-3 წლინ ვადაში, შეიძლება მოსწავლეების შედეგები თვისობრივად შეიცვალოს, იგივე საბუნებისმეტყველო საგნებში, და ნებისმიერ სხვა საგნებში, ამიტომ, ეს ჩვენი პროგრამა "ჩვენი სკოლა 2020" გულისხმობს, რომ ჩვენ ვაპირებთ, 2020 წელს საერთაშორისო კვლევით დადასტურდეს, რომ პროგრესი 2016-2017 -ის ციკლიდან 2020-2021-ის ციკლამდე იქნება ძალიან საგრძნობი და მნიშვნელოვანი. აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ პროგრესი აქამდეც გვქონდა, როცა 2016-2017 წლის კვლევის შედეგები როცა გაგიზიარეთ, როდესაც იყო 2010-2011 წელი, ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ნახტომი განვითარება, თუმცა, ჯერ მაინც შორს ვართ იმ ადგილიდან, სადაც გვინდა ვიყოთ, ა მიტომ ძალიან ბევრი ნაბიჯი გვაქვს გადასადგემლი“,-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. გარდა ამისა, ჯეჯელავას ინფორმაციით, კვლევამ აჩვენა, რომ ინფრასტრუქტურა მცირედაა კავშირში სწავლის შედეგებთან. „მაგალითად, სკოლის ორი შენობიდან ერთ, რომ იყოს კარგად გარემონეტბული და მეორე არა, არ განსხვავდება აქ სწავლის შედეგი“,-აღნიშნა ჯეჯელავამ და დასძინა, რომ სწავლის შედეგი ყველაზე მეტად პედაგოგზეა დამოკიდებული.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)