21:03 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-10 19:51:51, 2703 ნახვა

მსოფლიო
პარიზის გარეუბანში სამხედროებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია

პარიზის გარეუბანში სამხედროებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი 36 წლის ალჟირელია, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, თავდამსხმელი სპეცსამსახურებისთვის ცნობილი პირი არ იყო და საფრანგეთში ლეგალურად იმყოფებოდა.

როგორც მედია წერს, მამაკაცი ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული.

სამართალდამცველების თქმით, მათ ცეცხლის გახსნა მოუწიათ, როდესაც მამაკაცმა მიმალვა სცადა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ფრაგული მედიის ცნობით, დაკავების დროს თავდამსხმელი შეიარაღებული იყო. 
ამასთან, BFM TV-ი მამაკაცის სახელსაც ასაჯაროებს. ის ჰამო ბენლატრეშია. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში მამაკაცი ქვეითად მოსიარულე სამხედროებს დაეჯახა, რის შედეგადაც 6 სამხედრო დაშავდა. გამოძიების ცნობით, თავდასხმა დაგეგმილი იყო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics