06:41 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-10 14:05:28, 2702 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება აშშ-ის მყარი მხარდაჭერის დემონსტრირებაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, განცხადება, რომელიც დეპარტამენტის მხრიდან გაკეთდა, საქართველოს მიმართ აშშ-ის ძალიან მყარი მხარდაჭერის დემონსტრირებაა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ამერიკელი პარტნიორების და მეგობრები მყარი მხარდაჭერა. ის განცხადებაც არის ბუნებრივია ამერიკის ძალიან მყარი მხარდაჭერის დემონსტრირება საქართველოს მიმართ, ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე გენერალ ხრულოვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ოფიციალური მოსკოვი 9 წლის წინ მზად იყო თბილისის ასაღებად.

ჟურნალისტის კითხვაზე არის თუ არა ეს იმის აღიარება, რომ კრემლი საქართველოზე პირდაპირ შეტევას აპირებდა, კობახიძემ აღნიშნა, რომ პარტნიორების და მეგობრების მხარდაჭერის შედეგია, რომ საქართველომ უფრო მძიმე შედეგები არ მიიღო.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ჰქონდა დასავლელი პარტნიორების მხრიდან და სწორედ ამ მხარდაჭერის შედეგი იყო ის რომ პროცესები ისეთი სახით დამთავრდა, როგორც დამთავრდა. ჩვენ არ მივიღეთ უფრო მძიმე შედეგები. ეს იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების და მეგობრების მხარდაჭერის შედეგი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics