|
2017-08-10 11:57:29, 1987 ნახვა
საზოგადოება
საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი ქართული ღვინისადმი მიძღვნილ გამოფენას ესტუმრა
საფრანგეთის სოფლის მეურნეობისა და საკვები მრეწველობის მინისტრი, სტეფან ტრავერი ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში საქართველოსადმი მიძღვნილ გამოფენას ეწვია. მინისტრმა დეტალურად დაათვალიერა ცენტრში წარმოდგენილი ექსპონატები და, როგორც თავად განაცხადა, გამოფენით აღფრთოვანებული დარჩა. სტეფან ტრავერს მასპინძლობა საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ეკატერინე სირაძე-დელონემ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გაუწიეს. მათ საფრანგეთის სოფლის მეურნეობისა და საკვები მრეწველობის მინისტრი საქართველოში მოიწვიეს. სტეფან ტრავერმა აღნიშნა, რომ მისთვის აღმოჩენა გახდა, რომ საქართველო არის მეღვინეობის სამშობლო და აუცილებლად ეწვევა მას. საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში Cité des Civilisations Du Vin, გამოფენა „საქართველო - მეღვინეობის აკვანი" 31 ივლისს გაიხსნა და 4 თვეს გაგრძელდება. დღეისთვის გამოფენას უკვე 5 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა. საქართველო არის პირველი მიწვეული ქვეყანაა, რომელმაც ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლი გახსნა და რამდენიმე თვის განმავლობაში ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძელი იქნება. გამოფენის ფარგლებში ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში წარმოდგენილია უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველო უდაოდ უძველესი ღვინის ცივილიზაციის ქვეყანაა. საგამოფენო სივრცეში 4 თვის განმავლობაში მუდმივად ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება: სამეცნიერო კონფერენციები, პრეზენტაციები, ღვინის პროფესიული დეგუსტაციები, რომლებსაც წარუძღვებიან მსოფლიოში აღიარებული ღვინის ექსპერტები. ბორდო ითვლება ევროპის წამყვან კულტურულ და ტურისტულ ცენტრად და მსოფლიო ღვინის დედაქალაქად, რომელიც ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტ ტურისტს მასპინძლობს. ღვინის ცივილიზაციის ცენტრი – Cité des Civilisations Du Vin – განთავსებულია 14 ათას კვ. მეტრზე და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით დამთვალიერებლებს ღვინის ცივილიზაციის ისტორიასა და თანამედროვეობას აცნობს. (NS)
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)