17:18 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-09 18:46:18, 2263 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ კრიზისების მართვის საბჭო უნდა გაუქმდეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ კრიზისების მართვის საბჭო უნდა გაუქმდეს,  გამოთავისუფლებული რესურსი კი, შესაბამისი უწყებების გაძლიერებას მოხმარდეს.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა ისაუბრა.

„გუშინ, ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით  მომსწრე, თუ რამდენად უმოქმედოა ხელისუფლება კრიზისულ ვითარებებში. რომ არა მეხანძრეების თავდადებული მუშაობა, ხანძრის შედეგი შესაძლოა გაცილებით მძიმე ყოფილიყო. და ეს იმ დროს, როდესაც მთავრობაში  უკვე სამი წელია კრიზისების მართვის საბჭო ფუნქციონირებს. თუმცა, რას ემსახურება ეს უწყება დღემდე გაურკვეველია. კრიზისების მართვის საბჭო რეალურად ქართული ოცნების პოლიტიკური პენსიონერების თავშესაფარს წარმოადგენს, რომლის შენახვაც ბიუჯეტს ყოველწლიურად 3 მილიონ- ნახევარი უჯდება და აქედან 2 მილონ-ნახევარი მხოლოდ სახელფასო ფონდია. იქ დასაქმებული 78 ადამიანის საშუალო ხელფასი კი უპრეცედენტოდ მაღალი -  2600 ლარია.  ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენი ჯიბიდან ამ უწყებამ 20 მილიონზე მეტი მიიღო. ეს უწყება რომ არაქმედითუნარიანია ჯერ კიდევ 13 ივნისის სტიქიის დროს გამოჩნდა. გუშინ კი საერთოდ არ ჩართულა მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში.  ამიტომ, უმოქმედო  საბჭო უნდა გაუქმდეს,  გამოთავისუფლებული რესურსები კი შესაბამისი  უწყებების ტექნიკურ აღჭურვასა და  გაძლიერებას უნდა მოხმარდეს. რაც შეეხება მაკოორდინირებელ ფუნქციას, რომელიც დღეს კრიზისების მართვის საბჭოს ფორმალურად აკისრია, ეს მთავრობის პირდაპირი პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics