|
2017-08-09 16:27:45, 2265 ნახვა
სამართალი
„რაკია“: ლონდონის სასამართლომ დეპუტატ გელა მიქაძის 42.5 მილიონი დოლარის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ლონდონის სააპელაციო სასამართლომ „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატის, გელა მიქაძის 42.5 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივების გაყინვის ბრძანება გამოსცა, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „რაკია ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მიქაძეს ამჟამად ეკისრება, როგორც სამოქალაქო, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. "ვერდიქტი მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც იგი თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს, როგორც საქართველოში, ასევე არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. საქართველოს სასამართლომ მას თაღლითობით მითვისებული 951 ჰა მიწის დაბრუნება მოსთხოვა. ეს კი, ლონდონის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად ნიშნავს, რომ მიქაძეს ამჟამად ეკისრება, როგორც სამოქალაქო, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ლონდონის სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა, ჰქონდა თუ არა მიქაძეს აქტივები რომელიმე მასთან დაკავშირებულ შპს-ში, რომელთა გაყინვა შესაძლებელი იქნებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „ამასწინათ განხორციელებული მნიშვნელოვანი ტრანზაქციების“ საფუძველზე, „რომლებიც ახსნა-განმარტებას საჭიროებს“, მიქაძის მფლობელობაში არსებულთაგან სამ შპს-ში აქტივების გაყინვა შესაძლებელი იყო. აქტივების გაყინვის შესახებ ბრძანების გარდა, ლონდონში მიმდინარე პროცესზე მიქაძის დაბეჯითებული უარყოფის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მიქაძემ საქართველოში „რაკიას“ მიმართ თაღლითობა ჩაიდინა. სასამართლომ აგრეთვე მიიჩნია, რომ მიქაძე დიდ ბრიტანეთში ფლობდა, ან აკონტროლებდა შპს-ებს და განაჩენში იგი ამ ყალბი კომპანიების „მარიონეტ მფლობელად“ მოიხსენია. სააპელაციო სასამართლომ აგრეთვე ნება დართო "რაკიას", მოითხოვოს დიდ ბრიტანეთში მიქაძის სამ შპს-ში აქტივების განმკარგველის დანიშვნის ბრძანების გამოცემა. რას ალ ხაიმას სახელმწიფო კომპანიები ამჟამად შეძლებენ, შეისწავლონ ბ-ნი მიქაძის სახელზე ლატვიაში გახსნილი საბანკო ანგარიშები, რომლებზედაც სავარაუდოდ მისი თაღლითურად მოპოვებული თანხების დიდი ნაწილია განთავსებული და რომლებიდანაც ისინი მესამე მხარეებს ერიცხებოდათ. სააპელაციო სასამართლოს აზრით, ბ-ნ მიქაძეს ლატვიის დედაქალაქ რიგაში არსებულ ABLV ბანკში არა ერთი ანგარიში ჰქონდა გახსნილი. ის ფაქტი, რომ ლატვია ევროკავშირის წევრია, სავარაუდოდ, მიქაძის აქტივების მიმართ იძულებითი აღსრულების პროცედურას გაამარტივებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)