21:50 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-09 14:53:33, 1989 ნახვა

საზოგადოება
ოზურგეთში „ზარას“, „მანგოს“, „ბერშკას“, „მასიმო დუტის“ და სხვა ცნობილი ბრენდების ჯინსები შეიკერება

ოზურგეთში „ზარა“, „მანგო“, „ბერშკა“, „მასიმო დუტი“ და სხვა ცნობილი ბრენდების ჯინსები შეიკერება.

თურქული კომპანია „Baykanlar“ პირველ ეტაპზე 2 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს და 300 ადამიანს დაასაქმებს. ხოლო უახლოეს სამ წელიწადში დაგეგმილია სრული სამკერვალო ციკლის შექმნა, ინვესტიციის მოცულობის 15 მილიონ დოლარამდე გაზრდა და 1500-მდე ადამიანის დასაქმება. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ქალაქ ოზურგეთის მერთან ბეგლარ სიორიძესთან ერთად, შპს „ოზურგეთი გარმენთის“ დამფუძნებელს ოსმან ბაიქანს და კომპანიის დირექტორს ჰაქან ჩობანოღლუს შეხვდა. 

როგორც შეხვედრაზე გუბერნატორმა აღნიშნა, აღნიშნული კომპანია საქართველოში სამკერვალო ფაბრიკის გახსნის შესაძლებლობას აქტიურად სწავლობდა და სამუშაო შეხვედრებს სხვადასხვა რეგიონებში მართავდა. გურიაში ჩამოსვლის შემდეგ მათ მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია სამთავრობო პროგრამების და საგადასახადო შეღავათების შესახებ, რომლებსაც მთავრობა ინვესტორებს სთავაზობს. გაეცნენ კომუნალურ ტარიფებს და მხარის ზოგად სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. იმყოფებოდნენ პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტში“, სადაც ფაბრიკაში დასასაქმებელი მუშახელის გადამზადება განხორციელდება. სამუშაო ჯგუფმა დაათვალიერა ოზურგეთში არსებული ინფრასტრუქტურა და ის სავარაუდო ადგილები, სადაც ფაბრიკის გახსნა იქნებოდა შესაძლებელი. მოხდა შერჩეული უძრავი ქონების შესწავლა და ნახაზების გაკეთება. სამხარეო ადმინისტრაციასა და თურქულ მხარის ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად ფაბრიკის გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია. „ოზურგეთი გარმენთ“ - ქართული კომპანია უკვე დარეგისტრირებულია. მათ ეკონომიკის სამინისტროს, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, უძრავი ქონების გადმოცემის თაობაზე უკვე მიმართეს და უახლოეს დღეებში ხელშეკრულებას ხელი ოფიციალურად მოეწერება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics