17:19 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-09 12:51:36, 2055 ნახვა

პოლიტიკა
ეროვნული პლატფორმა: პუტინის ვიზიტი 8 აგვისტოს, არის გზავნილი რუსეთის მხრიდან, რომ კვლავ ღიად აგრძელებს ოკუპაციას

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ ბიჭვინთაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტს გმობს.

განცხადებაში, რომელსაც ხელს 60 ორგანიზაცია აწერს, ნათქვამია, რომ  რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვს-პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს.

მათივე შეფასებით, პუტინის ვიზიტი 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს საომარი კონფლიქტიდან ზუსტად 9 წლის თავზე არის გზავნილი რუსეთის მხრიდან, რომ ის კვლავ ღიად აგრძელებს ოკუპაციას.

„აღნიშნული ვიზიტი უხეშად არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული, აგრესიული ქმედებები, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაცია საფრთხეს უქმნის მთლიანად რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას. საქართველო არასდროს შეეგუება აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას. პრეზიდენტ პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში განსაკუთრებულად ცინიკურად გამოიყურება, მას შემდეგ რაც საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსული სახელმწიფოს მონაწილეობით ორჯერ განხორციელდა ქართველების ეთნიკური წმენდა, გვყავს ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი. ეთნიკური ქართველების შევიწროვება ახლაც გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც მიმდინარეობს რუსიფიკაციის პროცესი, რაც საბოლოო მიზნად ამ ტერიტორიების ანექსიას ისახავს. ჩვენ, საქართელოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები გამოვხატავთ მტკიცე პროტესტს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბიჭვინთაში ვიზიტთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ, როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე უცხოურ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაზარდონ ზეწოლა რუსეთის ხელისუფლებაზე, რათა შეჩერდეს აგრესია მეზობელი სახელმწიფოს, საქართველოს მიმართ“,-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ: 1. ევროპული ინიციატივა-ლიბერალური აკადემია თბილისი 2. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი 3. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 4. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 5. ეკონომიკური პოლიტიკის და კვლევის ცენტრი 6. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 7. საერთო სამოქალაქო მოძრაობა ”მრავალეროვანი საქართველო” 8. კონსტიტუციის 42 მუხლი 9. ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭო (EUGBC) 10. საქართველოს რეფორმების ასოციაცია 11. ახალგაზრდული ალტერნატივა 12. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის 13. ადამიანის უფლებათა ცენტრი 14. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები- საქართველო 15. ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის 16. გადავარჩინოთ მომავალი თაობა 17. საქართველოს ენერგო-რესურსების ეფექტურად გამოყენების ასოციაცია 18. ცენტრი "ემპათია" 19. ასოციაცია "იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის 20. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" 21. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია 22. ფონდი "სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი" 23. ასოციაცია "მერკური" 24. საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი 25. საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო 26. სკოლა-ოჯახი-საზოგადოება 27. ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია ”ახლებური ხედვა” 28. დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი 29. საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია "საქართველოს ჩაი" 30. სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი 31. ასოციაცია "ათინათი" 32. ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია 33. ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" 34. ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია 35. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო 36. კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის 37. საზოგადოებრივი განვითარების აკადემია 38. ასოციაცია ,,ქალი და ბიზნესი“ 39. რეპატრიანტთა კავშირი 40. კავკასიური მოზაიკა 41. კავკასიის ეკოლოგია 42. საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი 43. კავკასიური სახლი - საქართველო 44. თავისუფალი არჩევანი 45. ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო 46. გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი 47. საქართველოს პრესის ასოციაცია 48. კვლევების ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშემწყობი საერთაშორისო ცენტრი 49. საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის 50. საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრი 51. ასოციაცია ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის 52. პედაგოგთა კავშირი ”განათლება და სამყარო” 53. პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს კომიტეტი 54. კავშირი ”ეკოტექი” 55. განიარაღება და არაძალადობა 56. საქართველოს გეოსტრატეგიული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტი 57. ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი 58. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ტოლერანტი 59. მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი“ 60. განვითარებისა და ჩართულობის ცენტრი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics