|
2017-08-08 16:49:29, 1915 ნახვა
საზოგადოება
გიორგი აბაშიშვილი: ქართველების და ოსების შერიგებას ხელს ოკუპანტის გავლებული მავთულხლართები უშლის
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ახლადგახსნილ "2008 წლის აგვისტოს მუზეუმს" დაეხმარება, რომელიც სოფელ ერგნეთში, ე.წ. საზღვართან მდებარე უახლოესი სახლის მარანში დღეს გაიხსნა. გახსნას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, უშიშროების საბჭოს მდივანი და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში მრჩეველი დაესწრნენ. ექსპოზიციის მოწყობის იდეა თავად სახლის მეპატრონეს ლია ჩლაჩიძეს, ომის დროს კასეტური ჭურვით სახლის განადგურების შემდეგ გაუჩნდა. სახლის აღდგენის შემდეგ კი, მარანში ყველა ის ნივთი გამოფინა, რომელიც ომს გადაურჩა. გიორგი აბაშიშვილმა ომის მუზეუმის შექმნის ინიციატივას მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ ომის მუზეუმი, ოკუპაციის იმ მძიმე შედეგებს აჩვენებს, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ იწვნია საკუთარ თავზე. "დღეს 8 აგვისტოს კიდევ ერთხელ შეიძლება ითქვას, რომ არსად იმხელა რესურსი ორი დაპირისპირებული მხარის - ქართველების და ოსების შერიგების არ არსებობს, როგორც ამ ორ, მონათესავე ხალხს შორისაა, ვინაიდან ასე იყო წლების განმავლობაში, ასე გრძელდება დღეს და ასე იქნება მომავალშიც. ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი, რაც ქართველების და ოსების შერიგებას უშლის ხელს, ეს ოკუპანტი ძალა და ოკუპანტის მიერ გავლებული მავთულხლართებია. დღეს გავლებული მავთულხლართები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ოკუპანტს ეშინია ადამიანებს შორის ურთიერთობა, ოკუპანტს ეშინია ქართველებს და ოსებს შორის იმ ურთიერთობის, რომელიც მუდმივად არსებობდა ვიდრე თავად ოკუპანტი ჩაერეოდა ამ ურთიერთობებში და სამწუხაროდ, მან ეს მოახერხა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ოკუპაცია დროებითია და ქართველები და ოსები ყოველთვის შეძლებენ ისეთი ტიპის თანაცხოვრებას, რომელსაც მუდმივად ახერხებდნენ წლების განმავლობაში", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა. აბაშიშვილის განცხადებით, ომის მუზეუმს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ყველა იმ საჭიროებით დაეხმარება, რასაც მუზეუმი გადაწყვეტს. "მნიშვნელოვანია, რომ ამ მუზეუმის მაგალითზე მთელი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს ყველა რაიონში, არსებობდეს სწორედ ოკუპაციის მუზეუმები, ვინაიდან საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საქართველოს სტუმრებს ყოველთვის ახსოვდეთ, თუ რას, როგორ მოქმედებს და როგორ მოქმედებდა ამ ქვეყანაში ოკუპანტი წლების განმავლობაში" , - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა. გამოფენის გახსნას დღეს კონფლიქტების მოგვარებისა და შერიგების საკითხებში მინისტრი, ოპოზიციური პარტიებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)