|
2017-08-08 15:38:33, 959 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, მთავრობისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებთან ერთად რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა სკვერში შეიკრიბნენ და მემორიალი გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა სკვერის რეაბილიტაცია წელს დაიწყო. ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 5.4 მ. სიმაღლის მემორიალი აღიმართა. რაც შეეხება სკვერის რეაბილიტაციას, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, შეიცვალა დეკორატიული ფილები, განთავსდა მოსასვენებელი სკამები, დამონტაჟდა გარე განათება და განხორციელდა გამწვანებითი სამუშაოები. სამომავლოდ იგეგმება წყლის დასალევი შადრევანის მონტაჟიც. „ჩვენ შარშანაც ვიყავით ერთად ამ სკვერში და წელს ვხედავთ რეაბილიტირებულ, მოწესრიგებულ სკვერს ახალი მონუმენტით, რაც გვახარებს, თუმცა ჩვენ უფლება არ გვაქვს დავივიწყოთ ჩვენი გმირების სახელები, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობას, ჩვენი ქვეყნის მომავალს, განვითარებას, ჩვენი შვილების მომავალს. ჩვენ ვალდებული ვართ გვახსოვდეს მათი სახელები," - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 - სამხედრო პირი და 14 პოლიციელი შეეწირა. აჭარიდან 19 სამხედრო პირი დაიღუპა. მათ შორის ორი ბათუმელი. (NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)