05:19 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-08 11:58:00, 2620 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მარგველაშვილი პუტინის ვიზიტზე: ეს არის ფუჭი მცდელობა, რაიმენაირად მოხდეს ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაცია

„დღეს, როცა რუსეთის პრეზიდენტი ჩადის ოკუპირებულ აფხაზეთში, ეს არის ფუჭი და უშედეგო მცდელობა, რაიმენაირად მოხდეს ლეგიტიმაცია ისტორიული უსამართლობის“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წელს, აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი საფლავები გვირგვინით შეამკო.

მარგველაშვილის თქმით, ვლადიმერ პუტინის მიზანია, რაიმენაირად გამართლდეს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია და შემდეგ  ერთიანი სახელმწიფოს დაშლის გადაწყვეტილება:

„ამ მცდელობის პასუხად მე მინდა ვთქვა, რომ არასოდეს არც ერთი ქართველი არ ცნობს არანაირ ხელოვნურ მავთულხლართებს, თხრილებს, მოგონილი საზღვრები არ გაყოფს მთლიანობას და ურყეობას ჩვენი ქვეყნის. ჩვენ არაერთხელ გაგვივლია ეს გზა, საქართველო ყოველთვის  გამოსულა გამარჯვებული“,-აღნიშნა პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics