|
2017-08-07 18:10:21, 2355 ნახვა
საზოგადოება
ტექნოპარკში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა
ტექნოპარკში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა. ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ერთად, განხილვას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო. დოკუმენტი შეხვედრის მონაწილეებს მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენელმა მერაბ ბოლქვაძემ გააცნო. „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებმა ბიზნესმენებს გაწეული სამუშაოს შედეგებიწარუდგინეს, რომელიც მოიცავს დედაქალაქის ტერიტორიის განვითარების კონცეფციას, უფლებრივი ზონირების რუკას, მდინარე მტკვრის გასწვრივ რეკრეაციული არეალების მოწყობის სქემებს და სატრანსპორტო ქსელის განვითარების პერსპექტივებს. განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ბიზნესმენების მხრიდან ძირითადი კითხვები გენერალური გეგმის შემდგომ აღსრულების მექანიზმების შესახებ დაისვა. ასევე, გამოითქვა მოსაზრებები პარკირების სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ბიზნესწრეების წარმომადგენლები ყველა მოსაზრებებს და წინადადებებს მერიას აგვისტოს ბოლომდე წარუდგენენ. „ძალიან მნიშვნელოვანი განხილვა იყო დღეს. ბიზნესის მხრიდან იყო კითხვები იმასთან დაკავშირებით, ხომ არ იქნება ზედმეტად გამკაცრებული მარეგულირებელი ნორმები. კითხვები დაისვა ასევე მშენებლობის ნაწილში, პარკირების სისტემის განვითარების თემაზე, ასევე ტრანსპორტის საკითხებზე გამოითქვა მოსაზრებები. ჩვენ მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია, რაც არის შემოთავაზებული გენერალური გეგმის ჯგუფის მიერ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვა უკვე შედგა თბილისის საკრებულოში, არქიტექტორთა კავშირში, ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამხატვრო აკადემიაში, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მეცნიერებათა აკადემიაში. (NS)
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)