2017-08-07 14:17:48, 2931 ნახვა
სამართალი
თერჯოლაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 1 კი, დაშავდა
თერჯოლის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ჩხარში ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი, დაშავდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან