20:55 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-06 17:22:36, 2558 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტმა ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პატივი მიაგო ავღანეთში,  თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის მდინარი ბებიაშვილის  ხსოვნას,  რომელიც დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით ჩამოასვენეს.

გიორგი მარგველაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპული ჯარისკაცის ოჯახის წევრებს და აღნიშნა რომ სერჟანტი გლობალური უსაფრთხოების დაცვისას საქართველოს ინტერესებისთვის ბრძოლაში დაიღუპა.

"ვუსამძიმრებ მის ოჯახს, თანამებრძოლებს, ქართულ შეიარაღებულ ძალებს, მთლიანად ჩვენს ხალხს ასეთი ვაჟკაცის დაღუპვას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სამგლოვიარო ცერემონიას  პრემიერ-მინისტრი,  თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ესწრებოდნენ.

ქართველი სამხედროს ხსოვნას პატივი მიაგეს გენშტაბის წარმომადგენლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში და ნატო-ს სამეკავშირო ოფისის ხელმძღვანელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics