2017-08-06 12:27:07, 2887 ნახვა
სამართალი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს
აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
„შემთხვევა წუხელ მოხდა დაახლოებით ღამის 10 საათზე. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა მკვლელობა. დადგენილია პირი და მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები“,-აცხადებენ შსს-ში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან