|
2017-08-04 14:04:31, 2646 ნახვა
სამართალი
ცნობილი იაპონური კომპანია NEC Corporation საქართველოს შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
ცნობილი იაპონური ტრანსნაციონალური კომპანია NEC Corporation, რომელიც მსოფლიოში სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ NEC Corporation-მა, შპს „კაპიტალ სისტემს“-თან თანამშრომლობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სახის ამოცნობის მოწინავე სამეთვალყურეო სისტემის მიწოდება უზრუნველყო. სტატიის თანახმად, აღნიშნული სისტემა საქართველოში მიმდინარე წლის ივნისში, თბილისსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში ამოქმედდა. პროგრამის გააქტიურება, საწყის ეტაპზე, 400 ვიდეოსამეთვალყურეო კამერაზე იგეგმება. სისტემა იყენებს რეალურ დროში ვიდეოს სახის ამოცნობის პროგრამულ უზრუნველყოფას - NeoFace Watch-ს, რომელიც მსოფლიოში ამოცნობის ყველაზე მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. პროგრამა კამერებით დაფიქსირებულ სურათებს ეჭვმიტანილების და სისტემაში დარეგისტრირებული სხვა პირების სურათებთან ადარებს, რაც საშუალებას იძლევა, სწრაფად და ზუსტად მოხდეს პირების იდენტიფიცირება. აღნიშნული სისტემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტის - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ ფარგლებში დაინერგა, რომლის მიზანია საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაუმჯობესება. საქართველო ასევე გეგმავს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დამატებით ათასობით კამერის დამონტაჟებას. „სახის ამოცნობის ტექნოლოგიით გაუმჯობესებული სათვალთვალო სისტემების შეთავაზებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ დანაშაულის პროაქტიულ პრევენციას და სისხლის სამართლის საქმეების ეფექტურ გამოძიებას. NEC-ი ყოველთვის ცდილობს საზოგადოების უზრუნველყოფას ტექნოლოგიის სფეროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ სახის ამოცნობის ახალი ინოვაციური გადაწყვეტილებების შეთავაზებას როგორც საქართველოსათვის, ასევე, მსოფლიოს სხვა ქვეყნებისათვის“, - განაცხადა NEC-ის ტელეკომუნიკაციისა და ინფორმაციული ტექნოლოგიის მმართველმა დირექტორმა ტომოკი ნაკამ. აღსანიშნავია, რომ NEC-ის ვიდეოსახის ამოცნობის პროგრამულმა უზრუნველყოფამ ამერიკის სტანდარტებისა და ტექნოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის (NIST) ტესტში პირველი ადგილი დაიკავა.
(NS)
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)